Delta Encoding დელტა კოდირება არის მონაცემთა ტრანსფორმაციის მეთოდი რომელიც მონაცემებს ინახავს საწყისი მონაცემების სხვაობების სახით. ის არ განეკუთვნება მონაცემთა შეკუმშვის ჯგუფს, თუმცა აქტიურად გამოიყენება შეკუმშვისას როგორც მონაცემთა პირველადი ტრანსფორმაციის მეთოდი, ამის გამო მას დელტა შეკუმშვასაც( delta compression ) უწოდებენ. ვთქვათ მოცემული გვაქვს A={ a 1 , a 2 , ..., a n } მიმდევრობა, მაშინ დელტა კოდირების საშუალებით მიიღება B = { b 1 , b 2 , ... , b n } მიმდევრობა რომლის ნებისმიერი b i - წევრი უდრის (A i -A i-1 )-ს, სადაც i იცვლება 1-დან n-მდე. სწორედ მისი ასეთი ფუნქციონალობის გამო მნიშვნელობათა სიმრავლე იზრდება 2-ჯერ. თუმცა მას გააჩნია კარგი თვისებებიც რომელიც ამ მეთოდს აქტუალურობას უნარჩუნებს. პირველი კარგი თვისება არის ის რომ მისი იმპლემენტაცია არის ძალიან ადვილი(რაც სტატიის ბოლოს მოყვანილ კოდში კარგად ჩანს). მეორე ყველაზე მთავარი მისი თვისება არის ის რომ თუკი დავაკვირდებით მონაცემთა განაწილების სტატისტიკას ვნახავთ რომ ის ამცირებს მონაცემთა...
Graphics Software Engineer