Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2014

რენდერის განტოლება

Rendering Equation         იმისათვის რომ შევძლოთ ფიზიკურად სწორი, სუპერრეალისტური გამოსახულების მიღება კომპიუტერის მეშვეობით ძირეულად უნდა გვესმოდეს კომპიუტერული გრაფიკის პრინციპები, სინათლის ფენომენი და ფიზიკური ქცევა. გამოსახულების წარმოქმნის წყაროს წარმოადგენს სინათლე ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ზუსტად მოვახდინოთ სინათლის გავრცელების მოდელირება და სიმულაცია რათა ხელოვნურად მივიღოთ ვირტუალურ გარემოზე დაფუძნებული გამოსახულება. ამისათვის იყენებენ მათემატიკურ მოდელს რომელსაც საფუძვლად უდევს ენერგიის მუდმივობის კანონი და რომელიც ინტეგრალური განტოლების სახით აღწერს სინათლის ქცევას. ეს განტოლება ცნობილია რენდერის განტოლების სახელით.          მთავარი აზრი ამ განტოლებისა არის ის, რომ დავითვალოთ L o  ინტენსიობა სინანათლისა, რომელსაც აქვს λ ტალღის სიგრძე და რომელიც მოდის ზედაპირის x წერტილიდან w o  მიმართულებით დროის მოცემული t მომენტისთვის. ეს ინტენსიობა შეგვიძლია განვიხილოთ ორი ინტენსიობის ჯამად: ინტენსიობა λ ტალღის სიგრძეზე რომელსაც თავად ასხივებს x წერტილი დროის მოცემულ t