Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2014

Intel SPMD Program Compiler

        Intel SPMD Program Compiler, შემოკლებით ISPC, არის C-ს სტილის SPMD(ერთი პროგრამა მრავალი მონაცემი) პროგრამირების ენა, რომელიც პარალელური გამოთვლების მარტივად ჩატარების კარგ საშუალებას იძლევა. ISPC ახდენს თქვენს მიერ მიცემული კოდის გაპარალელებას პროცესორის ბირთვებში არსებულ SIMD(ერთი ინსტრუქცია მრავალი მონაცემი) გამომთვლელებზე და 3-ჯერ ან უფრო მეტჯერ ახდენს გამოთვლების აჩქარებას.         ISPC ძალიან ამარტივებს პარალელური გამოთვლების კეთების პროცესს და შესაბამისად ზრდის პროდუქტიულობას. ის არა მხოლოდ ინტერპრეტატორია კოდის არამედ შეიცავს რიგ კოდის ოპტიმიზატორებს რათა მაქსიმალურად გაზარდოს პროგრამის ეფექტურობა. თუმცა დოკუმენტაციის თანახმად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მონაცემებზე წვდომას, რათა მივიღოთ ადვილად და მეტად ეფექტურად გაპარალელებადი პროგრამული კოდი. მონაცემების შეგროვება/გაბნევა( gather/scatter ) პროგრამაში ართულებს მის გაპარალელებას რაც ამცირებს ეფექტურობას. მონაცემებზე წვდომა მკვეთრად მოქმედებს წარმადობაზე, რადგან პირდაპირ არის დამოკიდებული პროცესორის კეშის მოქმედებ