Skip to main content

Posts

Showing posts from 2020

მოწყობილობაზე აჩქარებული სხივების მიდევნება

  Hardware accelerated ray tracing         საუკინე გავიდა ჩემი ბოლო პოსტიდან ამ ბლოგზე. ვეცდები გავაცოცხლო ბლოგი ნელ-ნელა პატარა პოსტებით საინტერესო თემებზე :) ახლა რაც შეეხება უშუალოდ მოწყობილობაზე აჩქარებულ სხივების მიდევნებას . პარატა ისტორიულ შესავალს გავაკეთებ         სხივების მიდევნების მეთოდი ახალი არაა, 60-იან წლებში მიიქცია ყურადღება, 80-იანებში ჯეიმს კაჯიამ რენდერის განტოლება დაწერა და პირველი ნათელი დემონსტრირება მოახდინა მეთოდის შესაძლებლობისა თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ მეთოდს დიდი გამოთვლითი რესურსი სჭირდებოდა. რას იზამდნენ მოგეხსენებათ იმ დროინდელი კომპიუტერის შესაძლებლობები, ასე რომ ადგნენ და მეთოდი კარადის ზედა თაროზე შემოდეს და ცოტა ხნით დაივიწყეს. პერსონალური კომპიუტერის გამოჩენიდან მალევე გამოჩნდნენ ვიდეო ბარათები, რომლებიც ეხმარებოდნენ ცენტრალურ პროცესორს გრაფიკულ გამოსახულებასთან სამუშაოდ. ისტორიული მიზეზებიდან გამომდინარე იმ პერიოდისთვის არსებული აპლიკაციების დიდი ნაწილი არ მოითხოვდა საჭიროებას რეალისტირუ ვიზუალიზაციისა შესაბამისად შეიქმნა და დამუშავდა რასტე