Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2016

მეტროპოლისის სინათლის ტრანსპორტირება პირველადი შერჩევების სივრცეში

PSSMLT         მეტროპოლისის სინათლის ტრანსპორტირების მეთოდი(MLT) ახდენს პირველადი წარმატებული გზების მცირედი მუტაციით ახალი გზების აგებას. ვიჩის მიერ ნაჩვენებ მეთოდში გზების მუტაციის რამოდენიმე ვარიანტია ნაჩვენები, რომლებიც გზის მუტაციას ახდენენ გზების სივრცეში.         იმისათვის რომ გავიგოთ PSSMLT მეთოდის მუშაობის პრინციპი უნდა გვესმოდეს თუ როგორ ხდება გზის აგება. თვალის გზის აგება იწყება პიქსელის შერჩევით, შემდეგ მოდის ლინზაზე წერტილის მონიშვნა, რომლის შემდეგაც გვაქვს სხივი და სცენასთან თანაკვეთის პოვნის შემდგომ ვახდენთ BSDF -ის შერჩევას რათა მივიღოთ მიმართულება საითაც გზა უნდა გაგრძელდეს და ასე ვაგრძელებთ სანამ არ მივაღწევთ სასურველ სიღრმეს ან მიმდინარე სხივი ყველაფერს არ აცდება. ამ პროცესის ყოველ ეტაპზე, მაგალითად პიქსელის შესაჩევად, ლინზაზე წერტილი შესარჩევად, BSDF -ის შესაჩევად და ა.შ. ჩვენ გვჭირდება ერთი ან რამოდენიმე შემთხვევითი რიცხვი, რაც ცალსახად განსაზღვრავს შერჩევის რეზულტატს. აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ არსებობს პირდაპირი ასახვა პირველადი შერჩევებ