Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2015

წვეროების დაკავშირება და გაერთიანება

Vertex Connection and Merging         როგორც უკვე ვიცით რენდერის მიუკერძოებელი მეთოდებისათვის, როგორიცაა PT , BPT ან თუნდაც MLT სინათლის გადამტანი SDS გზები დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაშინ როდესაც ორმხრივი გზების მიდევნების მეთოდი ძალიან ეფექტურად ერევა კაუსტიკურ გზებს, SDS გზებების პოვნაში ის არაფრით ჯობს უბრალო ცალმხრივ გზების მიდევნებას. მეორესმხრივ PM -სათვის, ისევე როგორც PPM /SPPM -სათვის ამ გზების პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს.         წვეროების დაკავშირება და გაერთიანება( VCM ) არის მეთოდი, რომელიც MIS - ის საშუალებით აერთიანებს BPT -ს და PPM -ს ერთ მეთოდში. (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი)         პირველ რიგში ახალი მეთოდი ორივე ალგორითმს განიხილავს საერთო ჭრილში სადაც წვეროების დაკავშირებას(Vertex Connection) ვუწოდებთ პროცესს, რომელიც მოდის BPT-დან და რომელიც კამერის გზის წვეროებს აკავშირებს სინათლის გზის წვეროებთან და განათებასთან, ხოლო სინათლის გზის წვეროებს კი პირიქით კამერის გზის წვეროებთან და კამერასთან. წვეროების გაერთიანებას (Vertex Merging) ვუწო