Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2017

გაუსის ანიზოტროპული მუტაციები MLT-სათვის ჰესენ-ჰამილტონისეული მექანიკის გამოყენებით

Anisotropic Gaussian Mutations for Metropolis Light Transport through Hessian-Hamiltonian Dynamics სურათზე ნაჩვენებია სააბაზანოს სცენის 10 წუთის რენდერის შედეგი. მარჯვნივ საბოლოო შედეგი და ასევე H2MC -ს შედარება სხვა MLT მეტოდებთან.           იმის მიუხედავად, რომ MLT უკვე დიდი ხანია რაც არსებობს მისი გამოყენება საწარმოო რენდერერებში(octane, iRay, Maxwell, Orion) მაინც ძალიან შეზღუდულად ხდება. MLT -ს დიდი უპირატესობა მის სიმარტივეშია, ლაპარაკია არა იმპლემენტაციის სიმარტივეზე არამედ მუშაობის პრინციპის სიმარტივეზე და ასევე იმაში, რომ ის ხსნის ზოგად ამოცანას. რენდერის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით სადაც გვხვდება მნიშვნელოვნობით შერჩევის უამრავი სხვადასხვა მიდგომა რენდერის განტოლების პატარა ზომის ქვეინტეგრალების ეფექტურად ამოსახლნელად MLT იყენებს ერთ მეთოდს, რომელიც რენდერის განტოლების სხვადასხვა ქვეინტეგრალებს ერთნაირად ეფექტურად ხსნის. მისი შეზღუდული დოზით გამოყენება საწარმოო რენდერერებში განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით: მას ხმაურის ნაცვლად ახასიათებს კორელაცია. ხმაურის