Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2015

ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერი

Physically Based Rendering სურათი აღებულია Corona-ს გალერიიდან.         ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერი(შემოკლებით PBR) დღესდღეობით კომპიუტერული გრაფიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. ის უფრო ხელმისაწვდომი გახდა მას მერე რაც პერსონალური კომპიუტერების წარმადობა მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამ თემაზე ვრცელი პოსტის გაკეთება, სადაც მეტნაკლებად დაწვრილებით განვიხილავთ PBR-ის მთავარ პრინციპებს და ბოლო მიღწევებს.         ხშირად ხდება ხოლმე ტერმინების არასწორი გამოყენება და ურევენ ერთმანეთში ფიზიკაზე დაფუძნებულ რენდერს და ფიზიკაზე დაფუძლებულ შეფერადებას(Shading). რეალურად რენდერი გულისხმობს  გარემოს ვიზუალიზაციის მთელს პროცესს, რომლის ერთ-ერთ კომპონენტსაც წარმოადგენს შეფერადებაც, შესაბამისად PBR-ისათვის მხოლოდ შეფერადების პროცესის ფიზიკურ მოდელზე დაფუძნება არ კმარა, საჭიროა რენდერერის სხვა დანარჩენი ნაწილებიც მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ფიზიკურ მოდელთან. დღეს უკვე წამყვანი თამაშის ძრავები ვიზუალიზაციაში უკვე ახდენენ ფრაგმენტების შ