Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2013

მიკერძოებული და მიუკერძოებელი რენდერი

biased and unbiased rendering სურათზე ნაჩვენებია Light Stage-ში დასკანერებული მაღალი რეზოლუციის, რეალისტური მოდელი რომელიც დარენდერებულია მიუკერძოებელ რენდერერ octane-ში.         რენდერის მეთოდებს ყოფენ ორ დამოუკიდებელ ჯგუფად:  მიკერძოებული(Biased) და მიუკერძიებელი(Unbiased) რენდერერები.         მიკერძოებულს ეძახიან ისეთ რენდერს რომელიც წარმოქმნის რაიმე სისტემატიურ, გამოუსწორებელ შეცდომას.         მიუკერძოებელი რენდერერი არის ისეთი რომელიც არ წარმოქმნის სისტემატიურ შეცდომას და ნებისმიერი უზუსტობა გამოსახულებაში ითვლება ხმაურად, რომელიც გაღაც დროის გასვლის შემდეგ გამოსწორდება.         ასევე, ხშირ შემთხვევაში, გამოყოფენ ხოლმე მესამე წანილსაც რენდერერებისა, რომელსაც უწოდებენ თანმიმდევრულს(consistent). ასეთი ტიპის რენდერერებს გააჩნიათ მიკერძოება, თუმცა შერჩევების რაოდენობის ზრდა იწვევს მიკერძოების შემცირებას.         მაგალითად რენდერერში თუ შევზღუდავთ რეკურსიული მიდევნების სიღრმეს რაიმე კონკრეტულ რიცხვზე ეს გამოიწვევს სისტემატიურ შეცდომას და რენდერერი ჩაითვლება მიკერძოებ