Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2013

განათების მოდელი

Illumination Model         განათების მოდელირება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი კომპიუტერულ გრაფიკაში. ამოცანის არსი მდგომარეობს იმაში რომ შევქმნათ რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული მოდელი, რომელიც ახასიათებს განათებას. არსებობს განათების სხვადასხვა მოდელები.          განათება შეიძლება აღვწეროთ 3 ძირითადი მახასიათებლით: გარე განათება (Ambient Light) - განათების ის მინიმალური ოდენობა რომელიც ყოველთვის არსებობს სცენაში (ასეთ განათებას არ გააჩნია მიმართულება). გაბნეული განათება (Diffuse Light) - განათება რომელიც მოდის გამომსხივებლიდან და ნაწილდება სცენაში არსებულ ობიექტებზე (მათ ზედაპირზე). არეკლილი განათება (Specular Light) - განათება რომელიც ირეკლება სცენაში არსებული ობიექტების ზედაპირზე.         სურათზე ნაჩვენებია გეომეტრიოლი მოდელი რომელიც მოცემული განათების ძირითადი მახასიათებლებით. მარცხნიდან მარჯვნივ პირველ 3 სურათზე ნაჩვენებია მოდელი შესაბამისად გარე(Ambient), გაბნეული(Diffuse) და არეკლილი(Specular) განათების მახასიათებლებით, ხოლო მეოთხე სურთზე სამივე კომპო