Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2012

ვორონოის დიაგრამა

Voronoi Diagram ვორონოის დიაგრამა ( Voronoi Diagram ) არის სივრცის დაყოფის ერთერთი გზა. თუ მოცემული გვაქვს m ელემენტიანი წერტილების(პირობითად ვუწოდოთ მათ გენერატორები) მიმდევრობა n განზომილებიან სივრცეში მაშინ შეგვიძლია სივრცე დავყოთ ისეთ m რეგიონებად, სადაც ყოველ გენერატორს შეესაბამება ერთ რეგიონი და სრულდება პირობა: ყოველი რეგიონის ნებისმიერი წერტილისათვის მისი შესაბამისი გენერატორი არის უახლოესი მოცემულ m გენერატორს შორის. წერტილები რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული 2 გენერატორიდან შეადგენენ სეგმენტებს(segments). წერტილები რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული 3 (ან მეტი) წერტილიდან ეწოდებათ ვორონოის კვანძები(nodes). სახელი ვორონოი მოდის ცნობილი უკრაინელი მათემატიკოსის გიორგი ვორონოის გვარიდან. ვორონოის დიაგრამა არის პრაქტიკულად იგივე რაც დელონის ტრიანგულაცია . სურათზე ნაჩვენებია ვორონოის დიაგრამა ორგანზომილებიან სივრცეში. შავი ფერის წერტილებით აღნიშნულია გენერატორები. ვორონოის რეგიონები გაფერადებულია სხვადასხვა ფერით. ვორონოის დიაგრემებს ძალიან ფართო გამოყენება აქვს კომპიუტერ