Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2017

კომპოზიცია უკანა ფონზე

Backplate Compositing         წარმოვიდგინოთ გვაქვს ფოტოკამერით გადაღებული სურათი, რომელზეც რაიმე სცენაა ასახული მასზე არსებული სხვადასხვა  ობიექტებით და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი რაიმე ვირტუალური  3D ობიექტი ჩავსვათ ამ სცენაში და დავარენდეროთ  ისე, რომ ის ბუნებრივად მოერგოს გარემოს და შესაბამისად შეიქმნას განცდა თითქოს ის მართლაც იმ გარემოში იყო სურათის გადაღებისას. ეს ამოცანა საკმაოდ მოთხოვნადია სხვადასხვა ტიპის ოფლაინ თუ ონლაინ რენდერერებში. ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს რამოდენიმე მიდგომა: პირველი როდესაც ჩვენ გვსურს საბოლოო გამოსახულების მიღება მთლიანად რენდერერის შიგნით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რენდერერს ვაძლევთ როგორც სცენას ასევე ფონურ გამოსახულებას ხოლო ის აბრუნებს სურათს სადაც მითითებული ვირტუალური ობიექტი მოცემულ ფონურ სურათზე არსებულ გარემოშია მოთავსებული.  მეორე როდესაც რენდერერი იძლევა სურათს რომელზეც მოცემულია ჩვენი მითითებული ვირტუალური ობიექტი ხოლო სურათის დანარჩენი ნაწილი ძირითადად გამჭვირვალეა. ასეთ შემთხვევაში მიღებული ნახევრადგამჭვირვალე სურათი შეგვიძლ

განათების პორტალი

Light Portal წყარო         ცალმხრივი გზების მიდევნების მეთოდისათვის განათების ოპტიმალური შერჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რენდერის პროცესში. როგორც უკვე ვიცით  როდესაც განათების წყარო პატარაა  მხოლოდ BSDF -ის შერჩევით გზების მიდევნება ძალიან არაეფექტურია. ასეთ შემთხვევაში MIS -ის საშუალებით განათების და BSDF -ის შერჩევების გაერთიანება ბევრად კარგ შედეგს იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ განათების შერჩევის მეთოდის ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია განათების ხილვარობაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეულ განათებას შეფერადების წერტილიდან რაიმე ეფარება ამ განათების შერჩევაზე დახარჯული რესურსი ფაქტიურად გაფლანგულია. მაგალითად გვაქვს სცენა ერთი გარემომცველი განათებით, ასევე გვაქვს გეომეტრია, ფანჯრებიანი ოთახი, კამერა მოთავსებულია ოთახში, შესაბამისად განათება რომელიც მოდის გარედან მხოლოდ ფანჯრის გავლით აღწევს ოთახში და ხვდება კამერაში. ეს განსაკუთრებით რთულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან BSDF-ის შერჩევა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება, რადგან რენდერერი ვერ პოულობს ოთახიდა