Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2016

CPU და GPU-ს შედარება

     იგივე ფასის GPU- ს თუ შევადარებთ CPU- ს FLOPS-ებით(მცოცავმძიმიან რიცხვებზე ოპერაციები წამში) ვნახავთ, რომ GPU შესაძძლოა 10-ჯერ ჯობნიდეს CPU- ს(რასაც საკმაოდ ხშირად აკეთებენ მომხმარებლისთვის თვალის ასახვევად), თუმცა განსხვავებული არქიტექტურის გამო  CPU და GPU -ს შედარება FLOPS- ებით არაა გამართლებული. მათი უკეთ შედარება რომ შევძლოთ განვიხილოთ ამ პროცესორების არქიტექტურა.         CPU -ებს აქვთ მძლავრი ბირთვები( 2.0-3.0GHz და მეტი) და ასევე აქვთ ბირთვებზე SIMD რეგისტრები, რომლებიც ერთ პროცესორულ ციკლზე მრავალ მონაცემზე ერთი ინსტრუქციის შესრულების საშუალებას იძლევა. SIMD რეგისტრების სიგანე შეზღუდულია, მაგალითად თანამედროვე პროცესორებში შესაძლებელია ოპერაციები შესრულდეს 4, 8, 16 float -ზე ერთდროულად. ასევე CPU- ები გამოირჩევიან რამოდენიმე დონიანი კეშებით, რომლებიც ოპერატიული მეხსიერებიდან პროცესორის რეგისტრებში ინსტრუქციებისა და მონაცემების გადაცემას აჩქარებს. თანამედროვე პროცესორებს ასევე აქვთ ბევრი შიდა ოპტიმიზაცია (როგორიცაა მაგალითად განშტოებების ამოცნობა,) რაც ხშირ შემთ