Backplate Compositing წარმოვიდგინოთ გვაქვს ფოტოკამერით გადაღებული სურათი, რომელზეც რაიმე სცენაა ასახული მასზე არსებული სხვადასხვა ობიექტებით და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი რაიმე ვირტუალური 3D ობიექტი ჩავსვათ ამ სცენაში და დავარენდეროთ ისე, რომ ის ბუნებრივად მოერგოს გარემოს და შესაბამისად შეიქმნას განცდა თითქოს ის მართლაც იმ გარემოში იყო სურათის გადაღებისას. ეს ამოცანა საკმაოდ მოთხოვნადია სხვადასხვა ტიპის ოფლაინ თუ ონლაინ რენდერერებში. ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს რამოდენიმე მიდგომა: პირველი როდესაც ჩვენ გვსურს საბოლოო გამოსახულების მიღება მთლიანად რენდერერის შიგნით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რენდერერს ვაძლევთ როგორც სცენას ასევე ფონურ გამოსახულებას ხოლო ის აბრუნებს სურათს სადაც მითითებული ვირტუალური ობიექტი მოცემულ ფონურ სურათზე არსებულ გარემოშია მოთავსებული. მეორე როდესაც რენდერერი იძლევა სურათს რომელზეც მოცემულია ჩვენი მითითებული ვირტუალური ობიექტი ხოლო სურათის დანარჩენი ნაწილი ძირითადად გამჭვირვალეა. ასეთ შემთხვ...
Graphics Software Engineer