Camera Effects 'კამერის ეფექტები' როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ რეალურად წარმოადგენს არასასურველ გვერდით ეფექტებს, რომლებიც განპირობებულია ფიზიკური კამერის სხვადასხვა ასპექტებით. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ეფექტები რეალურ კამერაში არასასურველ ეფექტებს წარმოადგენს რენდერერში ის მაინც გვხვდება რადგან ის რეალიზმის განცდას გვმატებს. მაგალითისათვის განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ კამერის ეფექტებს: ბრწყინვა (Bloom, Glow) - არის ეფექტი რომელიც განპირობებულია ლინზის არაიდეალური ზედაპირით. ლინზის ზედაპირები თეორიულად უნდა იყოს იდეალურად სპეკულარული რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა გარდატეხდნენ სხივებს თუმცა არ უნდა აბნევდნენ რაც სინამდვილეში ასე არაა. ლინზის ზედაპირზე გვხვდება როგორც მცირე ზომის მტვრის ნაწილაკები ასევე ნაკაწრები, ნათითურები და ა.შ რაც კამერაში მომავალ სხივებს აბნევს და ირეკლავს არასასურველი მიმართულებით. ეს ეფექტი ძირითადად შესამჩნევი სასურათე სიბრტყეზე დიდი ინტენსივობის მქონე განათების გარშემო. (იხილეთ ზემოთ ...
Graphics Software Engineer