denoiser მონტე კარლო რენდერერებში ხმაურის შემცირება ძალიან მტკივნეული პროცესია. მაგალითად იმისათვის, რომ არსებულ რენდერში ხმაური 2-ჯერ შემცირდეს საჭიროა შერჩევების რაოდენობა 4-ჯერ გავზარდოთ. მოკლედ რამდენადაც მონტე კარლოს მეთოდი კარგია იმ თვალზაზრისით, რომ პირველ შედეგს ძალიან მალე გვაწვდის იმდენადვე ცუდია რადგან ნელა უახლოვდება საბოლოო ამონახსნს. როგორც უკვე ვთქვით, თუკი კადრის რენდერს მოწყობილობა მოუნდა მაგალითად 10 საათს და ჩვენ კიდევ არ ვართ კმაყოფილი რადგან ხმაური კვლავ შესამჩნევია დამოდის, რომ ხმაურის 2-ჯერ შესამცირებლად რენდერს 40 სთ უნდა დაველოდოთ რაც ძალიან, ძალიან დიდი დროა და უბრალოდ მოუღებელია მომხმარებლებისათვის. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობენ ხმაურის მომშორებლები(დენოისერები). მისი გამოყენება ხდება რენდერის ბოლოს რათა გამოსახულება დარჩენილი ხმაურისგან გავწმინდოთ. ხმაურის მომშორებლების იმპლემენტაციის სხვადასხვა გზები არსებობს თუმცა დღესდღეობით უდაო ლიდერად ღრმა დასწავლაზე დაფუძნებული კონვოლუციური ნ...
Graphics Software Engineer