branchless abs function მოდულის გამოთვლის ფუნქცია არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქცია სხვადასხვა ტიპის გამოთვლების დროს, შესაბამისად ისეთი აპლიკაციებისთვის, რომელთათვისაც წარმადობა ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ასევე ამ ფუნქციის ოპტიმალური გადაწყვეტა. ფუნქციის ყველაზე მარტივი იმპლიმენტაცია ასე გამოიყურება : int abs ( int value ) { if ( value < 0 ) return - value ; return value ; } პროგრამულ კოდში დამატებითი განშტოებები გარკვეული ტიპის გამომთვლელი მოწყობილობებისათვის, მაგალითად GPU-სთვის, მკვეთრად ართულებს გამოთვლით პროცესს და საბოლოოდ ამცირებს წარმადობას. float -ის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მაღალი ბიტი გამოყოფილია ნიშნის შესანახად და მისი ცვლილება მოდულის ცვლილებას არ იწვევს, შესაბამისად რიცხვის მოდულის დასათვლელად საკმარისია ყველაზე მაღალ ბიტში დად...
Graphics Software Engineer