Skip to main content

Posts

Showing posts with the label BVH

შემომსაზღვრელი ყუთების ორდონიანი იერარქია

Two-Level BVH წყარო         გზების/სხივებით მიდევნებაზე დაფუძნებულ მეთოდებში BVH წარმოადგენს ამაჩქარებელ სტრუქტურას, რომელიც ინახავს ინფორმაციას გეომეტრიული პრიმიტივების სივრცული მდებარეობის შესახებ. თუკი გვსურს ანიმაციური სცენის რენდერი სადაც ობიექტები კადრიდან კადრზე იცვლიან ფორმას/მდებარეობას BVH განახლება აუცილებელი ხდება, რადგან მასში არსებული ინფორმაცია ძველდება და ასევე განახლებას საჭიროებს. როგორც უკვე ვიცით არსებობს BVH -ის აგების/განახლების სხვადასხვა მეთოდები , რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აგებისთვის საჭირო დროით და აგებული ხის ხარისხით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ BVH -ის აგების დრო ჩვენთვის მნიშველოვანია განსაკუთრებით ანიმაციური სცენებისათვის, ხოლო ხის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს რენდერის დროს, თუმცა იქიდან გამომდინარე თუ რის მიღწევას ვცდილობთ შესაძლოა პირველი ან მეორე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის.         ასევე ხშორად მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და სტატიკური გეომეტრია ერთმანეთისაგან მკაფიოდ იყოს გამიჯნული. ეს ...

ამაჩქარებელი სტრუქტურები

acceleration structures სურათზე ნაჩვენებია სფეროს მეოთხედი ნაწილი რომელზეც აგებულია რვაობითი ხე(OcTree).         გზების მიდევნების ამოცანის, ისევე როგორც სხივების მიდევნებაში ამოცანის ამოხსნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სხივის გეომეტრიასთან თანაკვეთის ამოცანას, შესაბამისად მისი ოპტიმიზაცია მკვეთრად ამცირებს ამოცანის ამოხსნის საბოლოო დროს. სხივების ან სხივების პაკეტების მიდევნების პროცესში როგორც წესი სამკუთხედან თანაკვეთის ტესტების უმრავლესობა(80%-ზე მეტი) წარუმატებლად სრულდება. ასე რომ ჩვენი მიზანია დროულად დავადგინოთ ასეთი სხივები და დავაბრუნოთ უარყოფითი პასუხი. თუ სხივი/პაკეტი ყველა არსებულ ტესტს გაივლის მაშინ ხდება მისი შემოწმება მცირე რაოდენობის გეომეტრიულ პრიმიტივებთან. არსებული ამაჩქარებელი სტრუქტურები ახდენენ მოცემული გეომეტრიის საფუძველზე ხის აგებას, რომლის ფოთლებშიც ინახებიან გეომეტრიული პრიმიტივები. ხის აგების მეთოდებშიც გამოიყოფა 2 კატეგორია: სივრცის დანაწევრების მეთოდები  - ახდენენ სივრცის დანაწევრებას და მათში არსებული გეომ...