Transformation Matrix სურათზე ნაჩვენებია ლოკალური კოორდინატთა სისტემა ვიზუალურად, რომელიც მოცემულია ჰომოგენური ტრანსფორმაციის მატრიცის სახით. ტრანსფორმაციის მატრიცა გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ სხვადასხვა ტიპის გეომეტრიული ტრანსფორმაციები ერთი ოპერაციით(მატრიცაზე გადამრავლებით). ზემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია 4x4 მატრიცა, რომლის პირველის 3 სვეტი შესაბამისად აღნიშნავს იმ ტრანსფორმაციის(ლოკალური საკოორდინატო სისტემის) ღერძების მიმართულებებს რომელსაც ეს მატრიცა ინახავს, ხოლო მე4 სვეტი აღნიშნავს პოზიციას. ამ პოსტში განვიხილავთ ტრანსფორმაციის ჰომოგენურ მატრიცას. ჰომოგენურ მატრიცაში ვექტორების ჩაწერა ხდება 4 კოეფიციენტით(x, y, z, w) სამის ნაცვლად, სადაც მე4 კოეფიციენტი არის წონა ასე რომ ამ სახით ჩაწერილი სხვადასხვა ვექტორები მაგალითად: [2, 4, -1, 1] და [6, 12, -3, 3] არის ერთი და იგივე. ვექტორის ამ სახით ჩაწერა საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისგან განვავსხავოთ პოზიციის და მიმართულების მატარებელი ვექტორები და ამის საჭიროება...
Graphics Software Engineer