Move-To-Front Transform ტრანსფორმაციის ეს მეთოდი( MTF ) თავის მხრივ არ წარმოადგენს მონაცემთა შეკუმშვის მეთოდს, თუმცა ის გამოიყენება ენტროპიული კოდირებისას როგორც წინასწარი ტრანსფორმაციის მეთოდი. მისი მიზანია შეამციროს მონაცემთა გაბნევის მაჩვენებელი რათა გაიზარდოს ენტროპიული კოდირებისას შეკუმშვის ხარისხი. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია: ვთქვათ გვაქვს შემომავალი ელემენტების შესაძლო მნიშვნელობების სია წინასწარ განსაზღვრული, რომელშის თითოეულ სიმბოლოს გააჩნია ინდექსი. ალგორითმის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ვატრიალებთ ციკლს სანამ სიმბოლოების შემავალი მიმდევრობა ცარიელი არაა და ყოველ ეტაპზე ვასრულებთ შემდეგს. სიმბოლოების შემავალი მიმდევრობიდან ამოვაგდებთ პირველ ელემენტს, ვპოულობთ მისი მნიშვნელობის მქონე ელემენტს შესაძლო მნიშვნელობათა მიმდევრობაში, მის მიმდინარე ინდექსს ვწერთ გამომავალი მიმდევრობის ბოლოში. შესაძლო მნიშვნელობების სიიდან ამოვაგდებთ ნაპოვნ ელემენტს და გადავიტანთ ამავე სიის...
Graphics Software Engineer