Gamma Correction სურათზე ნაჩვენებია ლენას ფოტო. მარცხენა სურათი არის ორიგინალი, მარჯვენაზე არის გამა გასწორებული ( Γ=2.2 ). გამა არის ერთერთი მახასიათებელი ციფრული გამოსახულების რომელიც ასახავს პიქსელის რიცხვით მნიშვნელობასა და მის განათებულობას შორის დამოკიდებულებას. მარცხნიდან მარჯვნივ არის მოცემული ფერები რომლის რიცხვიღი მნიშვნელობები იზრდება წრფივად ზემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია შავიდან თეთრში გარდამავალ ფერები რომლის რიცხვითი მნიშვნელობებიც იზრდება წრფივად. ყველაზე მარცხნივ მდებარეობს შავი ფერი რომლის რიცხვითი მნიშვნელობაა 0, ხოლო ყველაზე მარჯვნივ მდებარეობს თეთრი რომლის რიცხვითი მნიშვნელობაა 255. ჩვენი მოლოდინი ამ დროს არის ასეთი, რომ თუ ავიღებთ ფერს რომელიც არის საშუალო ინტენსივობის ამ ფერს მონიტორზე დავინახავთ სურათის შუაში. თუმცა აქ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება და ამის მიზეზი არის სწორედ ის რომ დღევანდელ მონიტორებში ფერების წარმოდგენა მისი რიცხვით მნიშვნელობაზე წრფივად არაა დამოკიდე...
Graphics Software Engineer