Skip to main content

Posts

Showing posts with the label LPE

განათების გზის გამოსახულებები

Light Path Expressions         გლობალური განათების დათვლა გულისხმობს სინათლის გადამტანი ყველა შესაძლო გზის გამოთვლას განათებიდან სენსორამდე, თუმცა ეს გზები ერთმანეთისგან შეგვიძლია აზრობრივად განვმიჯნოთ, დავაჯგუფოთ სხვადასხვა ჯგუფებად. მაგალითად თუკი სცენაში გვაქვს ორი სხვადასხვა ტიპის განათება შეგვიძლია ვთქვათ რომ განათების გზები ნაწილი მოდის ერთი განათებიდან ხოლო დანარჩენი მეორედან. ასეთ დაჯგუფებას ვუწოდოთ დაჯგუფება განათებების მიხედვით .  სხვამხრივ მაგალითად სცენაში გვაქვს რაიმე x ობიექტი და ვიტყვით რომ განათების გზები იყოფიან 2 ჯგუფად, ისინი რომლებიც ერთხელ მაინც ხვდებიან ამ ობიექტს და რომლებიც არ ხვდებიან. ასეთი დაყოფა არის დაყოფა ობიექტთან ურთიერთქმედების მიხედვით . განათების წყაროდან მომავალი განათება შესაძლოა უსასრულოდ დიდი რაოდენობით აირეკლოს სანამ სენსორში მოხვდება, ასე რომ განათების გზების სიმრავე ასევე შეგვიძლია დავყოთ 2 ჯგუფად: ისინი რომლებიც ერთხელ ირეკლებიან და ისინი რომლებიც 1-ზე მეტჯერ, დაყოფა პირდაპირ და ირიბ განათბად . ასევე მაგალითად სცენა...