Monte Carlo Integration სურათი ასახავს მონტე კარლოს მეთოდს მუშაობის პროცესში. შერჩევა ხდება წრეწირის მეოთხედში ცდების რაოდენობის გაზრდა იწვევს სიზუსტის გაზრდას. მონტე კარლოს ინტეგრირება არის რიცხვითი ინტეგრირების მეთოდი რომელიც შემთხვევითი რიცხვების შერჩევის გამოყენებით ხსნის სასრულ ინტეგრალს. ამ მეთოდს განსაკუთრებით დიდი გამოყენება აქვს მაღალი განზომილების ინტეგრალების ამოხსნისას. მონტე კარლოს მეთოდი გამოირჩევა არადეტერმინისტული მუშაობის პრინციპით რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი და იგივე შემომავალ პარამეტრზე მეთოდი იღებს სხვადასხვა შედეგებს. მართალია სასრული ინტეგრალის გამოთვლისას პასუხი არის ცალსახა და სასრული, თუმცა მონტე კარლოს მეთოდი იძლევა ინტეგრალს სასურველი მიახლოებით. მოვიყვანოთ მაგალითი: ვთქვათ გვინდა დავთვალოთ Pi-ს რიცხვითი მნიშვნელობა სასურველი მიახლოვებით. წარმოვიდგინოთ კვადრატი რომელშიც არის ჩახაზული წრეწირი(იხილეთ სურათი). ვქვათ ამ კვადრატში ვსვავთ თანაბრად განაწილებულ...
Graphics Software Engineer