Bezier Curve ბეზიეს წირები ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებში CAD სისტემებში, კომპიუტერულ გრაფიკაში და ა.შ. ისისნი პოპულარობით სარგებლობენ მისი სიმარტივის, ინტუიტიურობის და მოსახერხებულობის გამო. მათემატიკურად ბეზიეს წირი არის ფუნქცია რომელსაც გადაეცემა ერთი პარამეტრი t(0-დან 1-მდე) და ის გვიბრუნებს წერტილს წირზე. ფუნქციის მნიშვნელობა დამოკიდებულია შემავალ t პარამეტრზე და n ცალ წერტილზე, რომლიდანაც პირველ და ბოლო წერტილს ვუწოდებთ კვანძებს(knots), ხოლო დანარჩენებს საკონტროლო წერტილებს(Control points). როდესაც t=0 ფუნქცია გვიბრუნებს პირველ კვანძს, როდესაც t=1 ფუნქცია გვიბრუნებს მეორე კვანძს, დანარჩენ მნიშვნელობებზე ფუნქცია გვიბრუნებს წირის სხვა წერტილებს. გამოდის რომ წირი იწყება პირველი კვანძში დამოკიდებულია საკონტროლო წერტილებზე,თუმცა არ გადის მათზე და სრულდება მეორე კვანძში. მათემატიკურად ნებისმიერ ბეზიეს წირს შეესაბამება პოლინომი რომლის ხარისხიც არის მოცემული წერტილების რაოდენობ...
Graphics Software Engineer