Skip to main content

Posts

Showing posts with the label მონაცემთა შეკუმშვა

მონაცემთა შეკუმშვა

Data Compression         მონაცემების შეკუმშვა ძალიან აქტიური კვლევის საგანია. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის არქივატორებს ნებით თუ უნებლიედ. არსებობს მონაცემთა შეკუმშვის სხვადასხვა მეთოდები რომლებიც გვხვდება ფოტო, ვიდეო, აუდიო პლეიერებში, კონვერტერებში და სხვადასხვა ხასიათის პროგრამებში. მონაცემთა შეკუმშვის გარეშე ამხელა მოცულობის ინფორმაციის შენახვა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მონაცემთა შეკუმშვა ასევე აქტიურად მოითხოვება როდესაც ჩვენ ამ მონაცემებს ვაგზავნით ქსელში. ამ დროს შეკუშვის ხარისხი უკუპროპორციულად მოქმედებს მონაცემთა დაგაცემის დროზე. მონაცემთა შეკუმშვის იდეა მდგომარეობს იმაში რომ მონაცემები ჩავწეროთ უფრო კომპაქტური სახით, რათა მათ დაიკავონ უფრო მცირე ზომის მეხსიერება. არსებობს მონაცემთა შეკუმშვის სხვადასხვა მეთოდები. ისინი იყოფიან ორ ჯგუფად: შეკუმშვა დანაკარგების გარეშე.  ( Lossless Compression ) როდესაც სრულად ხდება საწყისი ინფორმაციის აღდგენა. შეკუმშვა დანაკარგებით.  ( Lossy Compression ) როდესაც  საწყისი ინფორმაციის ...

გარბენის სიგრძის კოდირება

Run-Length Encoding         ელემენტების მიმდევრობაში გ ა რ ბენი ვუწოდოთ  მიმდევრობით მოცემული ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე ელემენტებს .  გარბენის სიგრძის კოდირება გულისხმობს, რომ ელემენტების მიმდევრობა გარდავქმნათ გარბენების მიმდევრობად. შესამაბისად  კოდირების   ეს მეთოდი ხელსაყრელია მაშინ, როდესაც მოცემულ მიმდევრობაში ხშირია სიმბოლოების გარბენები.         ვთქვათ მოცემული გვაქვს შემდეგი მიმდევრობა: ttttsssssssnwwwwQQQQoooooooo         გარბენის სიგრძით კოდირების შემდგომ მივიღებთ: t4s7n1w4Q4o8         რაც გვეუბნება რომ მიმდევრობაში არის ოთხი "t" სიმბოლო, შემდეგ მოდის შვიდი "s" სიმბოლო, შემდეგ ერთი "n"  და ა.შ. საწყისი მიმდევრობა მოცემულია 28 ელემენტით, კოდირების შემდგომ ვიღებთ 12-ს(ვგულისხმობთ, რომ მაქსიმალური გარბენის სიგრძე არის 255). მონაცემების ზომა შემცირდა 2.3-ჯერ. გარბენის სიგრძის კოდირებამ შემცირების ნაცვლად შესაძლოა გაზარდოს გამომავალი მიმდევრობის ...