Skip to main content

Posts

Showing posts with the label არეკვლადობა

ორენ-ნეიერის დიფუზიური არეკვლის მოდელი

Oren–Nayar reflectance model         ორენ-ნეიერის არეკვლის მოდელი აღწერს სინათლის დიფუზიურ არეკვლას უხეშ ზედაპირებზე. ამ მოდელის შემუშავება მეტწილად მოტივირებული იყო მთვარის არალამბერტისეული არეკვლით.         ლამბერტის მოდელი სგან განსხვავებით, ორენ-ნეიერის მოდელი განიხილავს მიკროწახნაგოვან ზედაპირს, შედგენილს V-ს ფორმის ჭრილებისგან, რომელიც შედგება 2 სიბრტყული წახნაგისგან და რომლებიც თავისმხრივ ახდენენ სინათლის არეკვლას დიფუზიურად ლამბერტის წესით .         თუკი E 0 არის დამკვირვებლის მიმართულებიდან მომავალი სინათლის ინტენსივობა, შესაბამისად არეკვლას აქვს შემდეგი სახე: სადაც         ხოლო   არის ზედაპირის დიფუზიური ფერი(albedo). განათების და დამკვირვებლის მიმართულებები მოცემულია სფერულ კოორდინატთა სისტემაში შესაბამისად (Φ i ,θ i ) და (Φ r ,θ r )-ით. მოდელი ზედაპირის სიუხეშეს აკონტროლებს მიკროწახნაგოვანი ფერდობების მიმართულებების განაწილებით, რომელსაც აღწერს გაუსის გა...

ზედაპირის არეკვლადობა და ფრენელის ეფექტი

Surface Reflectance and Fresnel effect სურათზე კარგად ჩანს ფრენელის ეფექტი. სურათი აღებულია solidangle-ის ოფიციალური გვერდიდან.         ზედაპირის არეკვლადობა არის შეფარდება სპეკულარულად არეკლილი განათებისის სიმძლავრის დაცემულთან. არეკვლადობა არის ზედაპირის მატერიალის მახასიათებელი, რომელიც დამოკიდებულია სინათლის ტალღის სიგრძეზე. პროცესს როდესაც სხივი გადადის ერთი ოპტიკური სიმკვრივის მქონე გარემოდან მეორეში აღწერს ფრენელის განტოლება (ფრანგი ფიზიკოსი  Augustin-Jean Fresnel ), რომელიც გვეუბნება, რომ ზედაპირის არეკვლადობა იზრდება როდესაც დაცემული სხივის კუთხე ზედაპირის მართობთან(ნორმალთან) უახლოვდება მართს. ფრენელის განტოლების ამოსახსნელად კომპიუტერულ გრაფიკაში ხშირად იყენებენ  Schlick-ის მიახლოებას . ფრენელის ეფექტი განსაკუთხებით შესამჩნევია სპეკულარულ ზედაპირებზე.