Skip to main content

Posts

Showing posts with the label სხივების მიდევნება

მსგავსი სხივების პაკეტებად მიდევნება

Packet based coherent ray tracing სურათზე ნაჩვენებია მსგავსი სხივები და მათი შემომსაზღვრელი ფრუსტუმი.         საწარმოო რენდერერებში, მაშინ, როდესაც პროექტში არსებული სცენის მოცულობა იზრდება, იზრდება სცენაში არსებული ობიექტების რაოდენობა, იზრდება სენსორის გარჩევადობა, ... , საჭირო ხდება დამატებითი ოპტიმიზაციების გაკეთება რათა რენდერერი დასმულ ამოცანებს ადვილად გაუმკლავდეს. წინა პოსტებში ჩვენს მიერ განხილული რენდერის პროცესში ხდებოდა ციფრულ გამოსახულების თითოეული პიქსელისთვის აღდგენილი კამერიდან მიმართული პირველადი სხივების მიდევნება სათითაოდ. ამ დროს ხდებოდა თითოეული სხივისათვის თანაკვეთის შემოწმება სცენასთან, რომელიც გულისხმობს თანაკვეთების შემოწმებას სცენის შესაბამისი ხის( BVH -ის) კვანძებთან რეკურსიულად, ძირიდან ფოთლებისკენ. შესაბამისად ყოველი სხივს თავიდან უწევს ხეში ჩასვლა შესაბამის ფოთლებამდე სადაც უკვე ხდება უშუალოდ პრიმიტივებთან თანაკვეთის გამოთვლა. სცენაში არსებული ობიექტების რაოდენობის ზრდა იწვევს ხის ზრდას სიმაღლეში და შესაბამისად თანაკვეთის დათვლის ...

სხივების მიდევნება

Ray Tracing         სხივების მიდევნების მეთოდი არის გამოსახულების  კომპიუტერულად   მიღების ერთ-ერთი გზა რომელიც გულისხმობს ციფრული გამოსახულების თითოეული პიქსელისათვის სხივის მიდევნებას, რომელიც მიმართულია დამკვირვებლიდან შესაბამისი პიქსელის მიმართულებით (ქვემოთ მოცემულ სურათზე შესაბამისი სხივები ნაჩვენებია წითლად). სურათზე ნაჩვენებია სხივების მიდევნების ილუსტრაციული მოდელი         ჩვენი მიზანია თითოეული ასეთი სხივისათვის დავადგინოთ ფერი, რა ფერიც უნდა გახდეს საბოლოოდ ამ სხივის შესაბამისი პიქსელი. საინტერესოა ამ ალგორითმის მუშაობის პროცესორული დროის შეფასება. რომ შევძლოთ ალგორითმის დეტალური ანალიზი და შეფასება პირველ რიგში ჩამოვაყალიბოთ თვითონ მეთოდი:  გავირბინოთ გამოსახულების ყველა პიქსელზე. თითოეული პიქსელისთვის მოვძებნოთ მისი შესაბამისი ფერი.         ადვილი შესამჩნევია რომ ალგორითმის მუშაობის პროცესორული დრო პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ციფრული გამოსახულების პიქსელების...