Run-Length Encoding ელემენტების მიმდევრობაში გ ა რ ბენი ვუწოდოთ მიმდევრობით მოცემული ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე ელემენტებს . გარბენის სიგრძის კოდირება გულისხმობს, რომ ელემენტების მიმდევრობა გარდავქმნათ გარბენების მიმდევრობად. შესამაბისად კოდირების ეს მეთოდი ხელსაყრელია მაშინ, როდესაც მოცემულ მიმდევრობაში ხშირია სიმბოლოების გარბენები. ვთქვათ მოცემული გვაქვს შემდეგი მიმდევრობა: ttttsssssssnwwwwQQQQoooooooo გარბენის სიგრძით კოდირების შემდგომ მივიღებთ: t4s7n1w4Q4o8 რაც გვეუბნება რომ მიმდევრობაში არის ოთხი "t" სიმბოლო, შემდეგ მოდის შვიდი "s" სიმბოლო, შემდეგ ერთი "n" და ა.შ. საწყისი მიმდევრობა მოცემულია 28 ელემენტით, კოდირების შემდგომ ვიღებთ 12-ს(ვგულისხმობთ, რომ მაქსიმალური გარბენის სიგრძე არის 255). მონაცემების ზომა შემცირდა 2.3-ჯერ. გარბენის სიგრძის კოდირებამ შემცირების ნაცვლად შესაძლოა გაზარდოს გამომავალი მიმდევრობის ...
Graphics Software Engineer