Skip to main content

Posts

Showing posts with the label Indoor

განათების პორტალი

Light Portal წყარო         ცალმხრივი გზების მიდევნების მეთოდისათვის განათების ოპტიმალური შერჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რენდერის პროცესში. როგორც უკვე ვიცით  როდესაც განათების წყარო პატარაა  მხოლოდ BSDF -ის შერჩევით გზების მიდევნება ძალიან არაეფექტურია. ასეთ შემთხვევაში MIS -ის საშუალებით განათების და BSDF -ის შერჩევების გაერთიანება ბევრად კარგ შედეგს იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ განათების შერჩევის მეთოდის ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია განათების ხილვარობაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეულ განათებას შეფერადების წერტილიდან რაიმე ეფარება ამ განათების შერჩევაზე დახარჯული რესურსი ფაქტიურად გაფლანგულია. მაგალითად გვაქვს სცენა ერთი გარემომცველი განათებით, ასევე გვაქვს გეომეტრია, ფანჯრებიანი ოთახი, კამერა მოთავსებულია ოთახში, შესაბამისად განათება რომელიც მოდის გარედან მხოლოდ ფანჯრის გავლით აღწევს ოთახში და ხვდება კამერაში. ეს განსაკუთრებით რთულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან BSDF-ის შერჩევა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება, რადგან ...