Skip to main content

Posts

Showing posts with the label ორობითი გროვა

ორობითი გროვა

Binary Heap         გროვა არის მონაცემთა სტრუქტურა რომელშიც მონაცემები ისე არიან მოწესრიგებული რომ მონაცემების ექსტრემუმებზე წვდომა გვაქვს განსაკუთრებით ადვილად. არსებობს მაქსიმუმისა და მინიმუმის გროვები, მაქსიმუმის გროვაში ჩვენ მაქსიმალური მნიშვნელობის ელემენტს შეგვიძლია მინწვდეთ ერთ ოპერაციაში, ხოლო მინიმუმის გროვაში მინიმუმს. ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი ტიპის გროვა. მაქსიმუმისა და მინიმუმის გროვის მუშაობის პრინციპი არის ერთი ამიტომ მაგალითისათვის ჩვენ განვიხილოთ მინიმუმის გროვა. ახლა რაც შეეხება თვითონ მის სტრუქტურას.   გროვა არის ორობითი ხე, თუმცა უბრალო ორობითი ხისაგან ის განსხვავდება შემდეგი თვისებით: გროვის ნებისმიერ კვანძში შვილობილი კვანძის  მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს მშობელი კვანძისას. ამ თვისებას გროვის ძირითად თვისებას უწოდებენ. გროვის ხე არ უნდა იყოს არათანაბრად გაზრდილი. ხე უნდა იზრდებოდეს სიმაღლეში თანაბრად. რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ გროვა განვათავსოთ მასივში. ამ შემთხვევაში მე...