Skip to main content

Posts

Showing posts with the label noise

განათების პორტალი

Light Portal წყარო         ცალმხრივი გზების მიდევნების მეთოდისათვის განათების ოპტიმალური შერჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რენდერის პროცესში. როგორც უკვე ვიცით  როდესაც განათების წყარო პატარაა  მხოლოდ BSDF -ის შერჩევით გზების მიდევნება ძალიან არაეფექტურია. ასეთ შემთხვევაში MIS -ის საშუალებით განათების და BSDF -ის შერჩევების გაერთიანება ბევრად კარგ შედეგს იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ განათების შერჩევის მეთოდის ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია განათების ხილვარობაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეულ განათებას შეფერადების წერტილიდან რაიმე ეფარება ამ განათების შერჩევაზე დახარჯული რესურსი ფაქტიურად გაფლანგულია. მაგალითად გვაქვს სცენა ერთი გარემომცველი განათებით, ასევე გვაქვს გეომეტრია, ფანჯრებიანი ოთახი, კამერა მოთავსებულია ოთახში, შესაბამისად განათება რომელიც მოდის გარედან მხოლოდ ფანჯრის გავლით აღწევს ოთახში და ხვდება კამერაში. ეს განსაკუთრებით რთულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან BSDF-ის შერჩევა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება, რადგან ...

მართკუთხა განათების შერჩევა

Sampling Rectangular Lights         განათების შერჩევა რენდერის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მისი ეფექტურობა რენდერის საერთო ეფექტურობაზე მკვეთრად აისახება. რენდერერებში როგორც წესი არის საშუალება რომ ზედაპირს, რომელიც მოცემულია სამკუთხა მეშით დავადოთ განათების მატერიალი, შესაბამისად შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი ფორმის განათება. თუმცა გარდა ამისა ბევრ რენდერერში არსებობს ასევე დამატებითი ზედაპირული განათებები: სფერული, ცილინდრული, დისკური, ... ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ თუ რენდერერს ეცოდინება მანათობელი ზედაპირის ფორმა ის უფრო ეფექტურად მოახდენს განათების შერჩევას.         ერთერთ მნიშვნელოვან განათების ტიპს წარმოადდდგენს მართკუთხა განათება, რომელიც ერთერთი ყველაზე გამოყენებადია სტუდიური განათებისას, შესაბამისად მისი ეფექტური შერჩევა რენდერერს დაეხმარება ხმაურის შემცირებაში. კომპანია solidangle-მა წარმოადგინა მართკუთხა განათებების ეფექტურად შერჩევის მეთოდი , რომელიც ახდენს მისი შესაბამისი სფერული მართკუთხედის დათვლას და შემდ...