Skip to main content

Posts

Showing posts with the label ჰიპერბოლა

კონუსის კვეთა

Conic Section         მათემატიკურად კონუსუს კვეთა წარმოადგენს წირს რომელიც მიიღება კონუსისა და სიბრტყის თანაკვეთისას (ალგებრულად ეს არის მეორე ხარისხის წირი). საინტერესოა ის ფაქტი, რომ: როდესაც მკვეთი სიბრტყე არის კონუსის მსახველის პარალელური კვეთაში მიღებული წირი წარმოადგენს პარაბოლას . როდესაც მკვეთი სიბრტყე არის კონუსის ღერძის პარალელური კვეთაში მიიღებული წირი წარმოადგენს ჰიპერბოლას . როდესაც მკვეთი სიბრტყე რის კონუსის ღერძის მართობული, კვეთაში მიღებული წირი წარმოადგენს წრეწირს . დანარჩენ შემთხვევაში მიღებული წირი არის ელიფსი . სურათზე ნაჩვენებია კონუსის კვეთის სხვადასხვა შემთხვევები         ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ასეთი წირისათვის არსებობს წერტილი(რომელსაც უწოდებენ ფოკუსის წერტილს) და წრფე(რომელსაც უწოდებენ დაირექტრიქსს) რომლამდე მანძილების შეფარდებაც(რომელსაც ეწოდება ექსცენტრულობა) მოცემული წირისათვის არის ფიქსირებული. ექსცენტრულობის მახასიათებელი გვიჩვენებს თუ რამდენად განსხვავდება მოცემულ...