Voronoi Diagram
ვორონოის დიაგრამა (Voronoi Diagram) არის სივრცის დაყოფის ერთერთი გზა. თუ მოცემული გვაქვს m ელემენტიანი წერტილების(პირობითად ვუწოდოთ მათ გენერატორები) მიმდევრობა n განზომილებიან სივრცეში მაშინ შეგვიძლია სივრცე დავყოთ ისეთ m რეგიონებად, სადაც ყოველ გენერატორს შეესაბამება ერთ რეგიონი და სრულდება პირობა: ყოველი რეგიონის ნებისმიერი წერტილისათვის მისი შესაბამისი გენერატორი არის უახლოესი მოცემულ m გენერატორს შორის. წერტილები რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული 2 გენერატორიდან შეადგენენ სეგმენტებს(segments). წერტილები რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული 3 (ან მეტი) წერტილიდან ეწოდებათ ვორონოის კვანძები(nodes). სახელი ვორონოი მოდის ცნობილი უკრაინელი მათემატიკოსის გიორგი ვორონოის გვარიდან. ვორონოის დიაგრამა არის პრაქტიკულად იგივე რაც დელონის ტრიანგულაცია.
სურათზე ნაჩვენებია ვორონოის დიაგრამა ორგანზომილებიან სივრცეში. შავი ფერის წერტილებით აღნიშნულია გენერატორები. ვორონოის რეგიონები გაფერადებულია სხვადასხვა ფერით. ვორონოის დიაგრემებს ძალიან ფართო გამოყენება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების სხვადასხვა ვიწრო მიმართულებებში.

ვორონოის დიაგრამა ხშირად გვხვდება ბუნებაში.
Comments
Post a Comment