BVH მარცხენა მხარეს ნაჩვენებია პრიმიტივები(სამკუთხედები) და მასზე აგებული BVH ვიზუალურად, მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია იგივე BVH ხის სახით როგორც სახელწოდებიდან ჩანს, შემომსაზღვრელი ყუთების იერარქია წარმოადგენს ისეთ ხეს, რომელშიც შემომსაზღვრელი ყუთები არის ჩალაგებული იერარქიულად, ხოლო ფოთლებში მოთავსებულია ერთი ან რამდენიმე პრიმიტივი. შემოკლებით ხშირად BVH-ს უწოდებენ, რაც ინგლისური სახელწოდების აბრევიატურას წარმოადგენს, სიმარტივისათვიშ შემდგომში ამ სახელს გამოვიყენებთ. BVH-ის აგების პროცესში ხდება პრიმიტივების გადანაწილება ყუთებში, რის გამოც ერთი პრიმიტივი ერთ რომელიმე ყუთში ხვდება. სანამ ხის აგებაზე გადავალთ, განვიხილოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვთქვათ გვაქვს რაიმე ევრისტიკული ფუნქცია f(i,j), რომელიც კვანძების ნებისმიერი (i,j) წყვილისთვის, სადაც i≠j, ახდევს მათი დაჯგუფების ხარისხის შეფასებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დაჯგუფების სხვადასხვა ვარიანტი, მოვახდინოთ მათი ევრისტიკული შეფასება და ამოვირჩიოთ ევრისტ...
Graphics Software Engineer