Subsurface Scattering SSS მატერიალი C4d-ში( წყარო ). მოცულობითი რენდერი ერთერთი ყველაზე რთული ნაწილია ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერის და ის კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც გამბნევი გარემო შემოსაზღვრულია ზედაპირით. ასეთ შემთხვევაში მრავალი მნიშვნელოვნობით შერჩევა (MIS) ვერ გვეხმარება, რადგან გამბნევ სივრცულ ნაწილაკებზე განათების შერჩევა უმეტეს შემთხვევაში უძლურია. განათება ზედაპირს გარეთ მდებარეობს და ერთადერთი შანსი, რომ განათებას მივაგნოთ არის ფაზური ფუნქციის შერჩევა(ანუ შემთხვევითად არეკვლა სივრცულ ნაწილაკზე). ასე რომ თუკი ზედაპირქვეშა სივრცულ ნაწილაკებზე მკვეთრი პირდაპირი განათება მოდის მხოლოდ უხეში ძალის მეთოდის (brute force) გამოყენებით ძალიან დიდ ხმაურს მივიღებთ და თუკი შემომსაზღვრელი ზედაპირი მეტნაკლებად სპეკულარულია და განათების წყარო კი პატარა მაშინ შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს რენდერის გასუფთავებას. ზედაპირქვეშა გაბნევა ძალიან მოთხოვნადია საწარმოო რენდერერებში. ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერი რეალურ...
Graphics Software Engineer