Skip to main content

შერჩევა დაწუნებით

Rejection Sampling

        შერჩევა დაწუნებით არის შერჩევის მეთოდი რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება სტატისტიკური შემთხვევითი შერჩევების დროს.
        განვიხილოთ დაწუნებით შერჩევის მაგალითი. ვთქვათ გვინდა მოვახდინოთ წერტილების თანაბრად განაწილებული შერჩევა ერთეულოვანრადიუსიან წრეწირში. შერჩევა დაწუნებით იღებს რაიმე შერჩევის არეს, რომელიც მოიცავს სასურველი შერჩევის არეს და ახდენს მასში შერჩევას. ამ დროს როგორც წესი აღებულ ალტერატიულ არეზე შერჩევა უფრო მარტივად ხდება. ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია ავიღოთ წრეწირის შემომსაზღვრელი კვადრატი და მასში მოვახდინოთ შერჩევა. ის წერტილები რომლებიც მოხვდებიან წრეწირის შიგნით იქნებიან სასურველი შერჩევის ელემენტები, ხოლო გარეთ მოხვედრილი წერტილების დაწუნება მოხდება. თავად კვადრატში შერჩევა მარტივი პროცესია, წერტილის x, y კოორდინატებს ვიღებთ შემთხვევითად [-1,1] შუალედში.
        კვადრატში წერტილების შერჩევისთვის ამ მეთოდის გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია. ამ შემთხვევაში დაწუნებული შერჩევების წილი დაახლოებით იქნება 21%, თუმცა თუ ალტერნატიული შერჩევის არე არ ფარავს კარგად სასურველი შერჩევის არეს, მაშინ დაწუნებული შერჩევების რაოდენობა იზრდება და მეთოდი გამოუყენებადი ხდება.

Comments

  1. საკაიფოა :) რაში გამოიყენება?

    ReplyDelete
  2. მე პირადად გზების მიდევნების მეთოდში ვიყენებ რამოდენიმეგან. თუნდაც წრეწირში წერტილების შესარჩევად არაა ცუდი გზა. არის ალტერნატიული მეთოდებიც მაგრამ იმათაც ავისი პრობლემები აქვთ.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

რუსული რულეტკის მეთოდი

Russian Roulette Technique რუსული რულეტკის მეთოდი არის ფართოდ გავრცელებული ტექნიკა მონტე-კარლოს ინტეგრირების პროცესის შესაწყვეტად(სახელწოდება მოდის ცნობილი რუსული თამაშიდან). იმის მაგივრად, რომ პროცესი შევწყვითოთ ხისტად, მაგალითად შერჩევების რაოდენობის რაიმე მაქსიმალურ რაოდენობაზე, რუსული რულექტკის მეთოდი გვეხმარება ინტეგრირების პროცესის მიუკერძოვებლად შეწყვეტაში. მთავარი იდეა რუსული რულეტკის მეთოდისა არის ის, რომ რუსული რულეტკა წყვეტს მონტე კარლოს მეთოდს რაიმე არანულოვანი p ალბათობით(ალბათობა შეიზლება შეირჩეს ერთხელ ან მონტე კარლოს მეთოდის ყოველ ბიჯზე სათითაოდ რაიმე მნიშვნელოვნობით) ან აგრძელებს მას და შემდგომი პროცესიდან მიღებულ შედეგს ამრავლებს 1/p - ზე. რადგან რუსული რულეტკის მეთოდი პროცესის შეწყვეტას ახდენს რაიმე არანულოვანი p ალბათობით ყოველთვის რჩება იმის შანსი, რომ პროცესი გაგრძელდეს რაც იმას ნიშნავს, რომ მონტე კარლოს ინტეგრირების პროცესისათვის ნებისმიერი სიღრმე მიღწევადი ხდება. სწორედ ამიტომ ხისტი შეზღუდვით მიღებული მიკერძოება( სისტემატიური შეცდომა ) ქრება რუსული რ...

ფერების RGB მოდელი

RGB Color Model         ფერების RGB მოდელი წარმოადგენს ისეთ მოდელს რომელშიც სამი ძრირითადი ფერის წითელი, მწვანე და ლურჯის საშუალებით მიიღება ფერების ფართო სპექტრი. მისი დასახელებაც მოდის სწორედ ძირითადი ფერების ინგლისური სახელწოდების ინიციალებიდან(Red, Green, Blue).         ფერთა სპექტრის ამდაგვარი წარმოდგენა დაკავშირებულია იმასთან, რომ გამოსახულების გამოტანის მოწყობილობებში რომელიც გააჩნიათ კომპიუტერებს, ტელევიზორებს ფერის მიღება ფიზიკურად ხდება სწორედ ამ სამი ძირითადი ფერის შეზავებით. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული არის 24 ბიტიანი RGB მოდელი, სადაც თითოეულ კომპონენტს ეთმობა ერთი ბაიტი და შესაბამისად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მნიშვნელობა [0, 255] დიაპაზონში, რაც საბოლოოდ გვაძლევს 16777216 განსხვავებულ ფერს.

ბეზიეს წირი

Bezier Curve         ბეზიეს წირები ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებში  CAD  სისტემებში, კომპიუტერულ გრაფიკაში და ა.შ. ისისნი პოპულარობით სარგებლობენ მისი სიმარტივის, ინტუიტიურობის და მოსახერხებულობის გამო.         მათემატიკურად ბეზიეს წირი არის ფუნქცია რომელსაც გადაეცემა ერთი პარამეტრი t(0-დან 1-მდე) და ის გვიბრუნებს წერტილს წირზე. ფუნქციის მნიშვნელობა დამოკიდებულია შემავალ t პარამეტრზე და n ცალ წერტილზე, რომლიდანაც პირველ და ბოლო წერტილს ვუწოდებთ კვანძებს(knots), ხოლო დანარჩენებს საკონტროლო წერტილებს(Control points). როდესაც t=0 ფუნქცია გვიბრუნებს პირველ კვანძს, როდესაც t=1 ფუნქცია გვიბრუნებს მეორე კვანძს, დანარჩენ მნიშვნელობებზე ფუნქცია გვიბრუნებს წირის სხვა წერტილებს. გამოდის რომ წირი იწყება პირველი კვანძში დამოკიდებულია საკონტროლო წერტილებზე,თუმცა არ გადის მათზე და სრულდება მეორე კვანძში. მათემატიკურად ნებისმიერ ბეზიეს წირს შეესაბამება პოლინომი რომლის ხარისხიც არის მოცემული წერტილების რაოდენობ...