Skip to main content

გაუსის ანიზოტროპული მუტაციები MLT-სათვის ჰესენ-ჰამილტონისეული მექანიკის გამოყენებით

Anisotropic Gaussian Mutations for Metropolis Light Transport through Hessian-Hamiltonian Dynamics
სურათზე ნაჩვენებია სააბაზანოს სცენის 10 წუთის რენდერის შედეგი. მარჯვნივ საბოლოო შედეგი და ასევე H2MC-ს შედარება სხვა MLT მეტოდებთან.  
        იმის მიუხედავად, რომ MLT უკვე დიდი ხანია რაც არსებობს მისი გამოყენება საწარმოო რენდერერებში(octane, iRay, Maxwell, Orion) მაინც ძალიან შეზღუდულად ხდება. MLT-ს დიდი უპირატესობა მის სიმარტივეშია, ლაპარაკია არა იმპლემენტაციის სიმარტივეზე არამედ მუშაობის პრინციპის სიმარტივეზე და ასევე იმაში, რომ ის ხსნის ზოგად ამოცანას. რენდერის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით სადაც გვხვდება მნიშვნელოვნობით შერჩევის უამრავი სხვადასხვა მიდგომა რენდერის განტოლების პატარა ზომის ქვეინტეგრალების ეფექტურად ამოსახლნელად MLT იყენებს ერთ მეთოდს, რომელიც რენდერის განტოლების სხვადასხვა ქვეინტეგრალებს ერთნაირად ეფექტურად ხსნის. მისი შეზღუდული დოზით გამოყენება საწარმოო რენდერერებში განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით:
  1. მას ხმაურის ნაცვლად ახასიათებს კორელაცია.
  2. ხმაურის მოსაშორებლად არსებობს ხმაურის მომშორებლები, თუმცა კორელაციის მოსაშორებელი მეთოდები ჯერჯერობით არ გვხვდება.
  3. MLT-ს ასეთი განზოგადებული მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ის უფრო შავი ყუთის შთაბეჭდილებას ტოვებს სადაც არტისტს ნაკლებად რჩება რაიმე პარამეტრის ცვლილების/კონფიგურაციის საშუალება.
  4. გარკვეულ შემთხვევებში ქვეინტეგრალების ამოსახსნელად მნიშვნელოვნობით შერჩევის ცალკეული მეთოდები უფრო ეფექტურნი არიან.
      როგორც ვიცით MLT ახდენს არსებული გზების მუტაციას გზების მშიშვნელოვნობის შერჩევის გზით რომლის შედეგადაც იღებს ახალ გზებს. თუმცა ამ დრომდე არსებული მეთოდები ახდენდნენ გზების იზოტროპულ პერტურბაციას რის გამოც გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა მიღებული ახალი გზების გადაყრა, რადგან მათ ბევრად ნალკები წვლინი ჰქონდათ სურათზე ვიდრე მათ წინამორბედს. იმის გამო რომ მუტაციისას არ ხდებოდა მახასიათებლების გათვალისწინება შეფერადების წერტილში არსებული ზედაპირის, სივრცული ნაწილაკის, დროის თუ სხვა კომპონენტებისა ძალიან იოლი იყო მაღალი წვლილის რეგიონიდან გადავარდნა(იხილეთ d ქვემოთ მოცემულ სურათზე) რაც მეთოდის წარმადობაზე მკვეთრად აისახებოდა.
        მეთოდი რომელსაც ამ თემაში განვიხილავთ ახდენს წვლილის ფუნქციის წარმოებულის(ჰესენის წარმოებულის) გამოთვლას შეფერადების წერტილებში რაც გვაძლევს კვადრატულ მიახლოვებას და წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორ იცვლება გზის საბოლოო წვლილი მისი მუტაციის შედეგად. კვადრატულ მიახლოვებაზე დაყრდნობით ხდება გაუსის ანიზოტროპული შერჩევა წვლილის სივრცეში რაც საბოლოოდ გვაძლევს ასევე ანიზოტროპულ მუტაციას სივრცეში. ამგვარი შერჩევების წყალობით MLT შემოთავაზებული გზების მხოლოდ მცირე ნაწილს უკუაგდებს მათი დაბალი წვლილის გამო(იხილეთ f  ზემოთ მოცემულ სურათზე).

მარცხნივ ტორუსის სცენა საბოლოო შედეგი. შუაში - (PSSMLT)MLT პირველადი შერჩევების სივრცეში. მარჯვენა - (H2MC)MLT გაუსის ანიზოტროპული მუტაციებით.
        ზემოთ მოცემულ სურათზე კარგად ჩანს თუ რამხელა უპირატრესობას იძლევა წვლილის ფუნქციაზე დაფუძნებული გზების ანიზოტროპული მუტაცია. PSSMLT-ს ახასიათებს ძლიერი კორელაცია სწორედ იმიტომ რომ ის პირველადი შერჩევების სივრცეში ახდენს მუტაციას. დეტალური ინფორმაცია მეთოდის შესახებ შეგიძლია ნახოთ მის ვებგვერდზე.

Comments

Popular posts from this blog

რუსული რულეტკის მეთოდი

Russian Roulette Technique რუსული რულეტკის მეთოდი არის ფართოდ გავრცელებული ტექნიკა მონტე-კარლოს ინტეგრირების პროცესის შესაწყვეტად(სახელწოდება მოდის ცნობილი რუსული თამაშიდან). იმის მაგივრად, რომ პროცესი შევწყვითოთ ხისტად, მაგალითად შერჩევების რაოდენობის რაიმე მაქსიმალურ რაოდენობაზე, რუსული რულექტკის მეთოდი გვეხმარება ინტეგრირების პროცესის მიუკერძოვებლად შეწყვეტაში. მთავარი იდეა რუსული რულეტკის მეთოდისა არის ის, რომ რუსული რულეტკა წყვეტს მონტე კარლოს მეთოდს რაიმე არანულოვანი p ალბათობით(ალბათობა შეიზლება შეირჩეს ერთხელ ან მონტე კარლოს მეთოდის ყოველ ბიჯზე სათითაოდ რაიმე მნიშვნელოვნობით) ან აგრძელებს მას და შემდგომი პროცესიდან მიღებულ შედეგს ამრავლებს 1/p - ზე. რადგან რუსული რულეტკის მეთოდი პროცესის შეწყვეტას ახდენს რაიმე არანულოვანი p ალბათობით ყოველთვის რჩება იმის შანსი, რომ პროცესი გაგრძელდეს რაც იმას ნიშნავს, რომ მონტე კარლოს ინტეგრირების პროცესისათვის ნებისმიერი სიღრმე მიღწევადი ხდება. სწორედ ამიტომ ხისტი შეზღუდვით მიღებული მიკერძოება( სისტემატიური შეცდომა ) ქრება რუსული რ...

ფერების RGB მოდელი

RGB Color Model         ფერების RGB მოდელი წარმოადგენს ისეთ მოდელს რომელშიც სამი ძრირითადი ფერის წითელი, მწვანე და ლურჯის საშუალებით მიიღება ფერების ფართო სპექტრი. მისი დასახელებაც მოდის სწორედ ძირითადი ფერების ინგლისური სახელწოდების ინიციალებიდან(Red, Green, Blue).         ფერთა სპექტრის ამდაგვარი წარმოდგენა დაკავშირებულია იმასთან, რომ გამოსახულების გამოტანის მოწყობილობებში რომელიც გააჩნიათ კომპიუტერებს, ტელევიზორებს ფერის მიღება ფიზიკურად ხდება სწორედ ამ სამი ძირითადი ფერის შეზავებით. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული არის 24 ბიტიანი RGB მოდელი, სადაც თითოეულ კომპონენტს ეთმობა ერთი ბაიტი და შესაბამისად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მნიშვნელობა [0, 255] დიაპაზონში, რაც საბოლოოდ გვაძლევს 16777216 განსხვავებულ ფერს.

სინათლის ხილული სპექტრი და სხივის თვისებები

Visible Spectrum სურათზე ნაჩვენებია პრიზმაში გამავალი თეთრი სხივის სპექტრულად გაშლის პროცესი.         სინათლე წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ ტალღას, რომელსაც როგორც ყველა ელექტრომაგნიტურ ტალღას გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ტალღის სიგრძე, რომელიც განსაზღვრავს სხივის სპექტრულ ფერს. ელექტრომაგნიტური ტალღები ბუნებაში და თანამედროვე სამყაროში მრავლად გვხვდები. სხვადასხვა ტალთის სიგრძის(სიხშირის) ტალღებს იყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო(რადიო, მობილური ტელეფონი) დანიშნულების, ასევე სამედიცინო(რენდგენის სხივები) და სამხედრო(რადარები) მოწყობილობებში. ადამიანის თვალისთვის ხილული სინათლის ელექტრომაგნიტური ტალღების ტალღის სიგრძე იწყება დაახლოებით 400 ნანომეტრიდან და მთავრდება 700 ნანომეტრზე. ამ დიაპაზონს ქვემოთ ექცევა ულტრაიისფერი ტალღები და დიაპაზონს ზემოთ ექცევა ინფრაწითელი, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს(იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი). სინათლის თეთრი სხივი შედგება სხვადასხვა სიხშირის ტალღების ერ...