YUV color model
პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ შავთეთრი ვიდეოგამოსახულება არსებობდა მონაცემების შენახვა/გადაცემას ახდენდნენ ინტენსივობების ბუფერის სახით. ამის შემდეგ, როცა უკვე შესაძლებელი გახდა ფერადი ვიდეოგამოსახულების მიღება დადგა მისი შენახვისა და გადაცემის საკითხი. ტელევიზიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მონაცემთა შენახვის ახალი მექანიზმი ძველთან მაქსიმალურად თავსებადი ყოფილიყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოხდა ახალი მოდელის შემუშავება, სადაც განსხვავებით ფერების RGB მოდელისაგან, ფერის ინფორმაცია ინტენსივობის ინფორმაციისგან გამიჯნულია. ახალ მოდელში ინტენსივობის Y სიგნალი შენარჩუნდა უცვლელად და მას დაემატა UV სიგალი, რომელიც განსაზღვრავს ფერს(იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი).
Y-ის მნიშვნელობის მიღება ხდება RGB მოდელში R, G, და B კომპონენტების აწონილი ჯამით.
სადაც
მარტივი გარდაქმნებით ხდება ასევე მონაცემების Y'UV მოდელიდან RGB მოდელში გადაყვანა. ასევე შესწავლილი და დადგენილია ის ფაქტი, რომ ადამიანის თვალი ინტენსივობის მიმართ უფრო მქრძნობიარეა, ვიდრე ფერის რაც საშუალებას გვაძლევს ფერების ინფორმაცია გამოვხშიროთ(რამოდენიმე პიქსელისთვის ერთი მონაცემი ავიღოთ), რითაც მონაცემების მოცულობას შევამცირებთ. სწორედ ამის გამო არსებობს გამოსახულების შენახვის მეთოდები, რომლებიც YUV ფერების მოდელზეა დაფუძნებული და ახდენს UV ინფორმაციის გამოხშირვას სხვადასხვანაირად.
YUV444 3 ბაიტი პიქსელისთ
YUV422 4 ბაიტი 2 პიქსელისთ
YUV411 6 ბაიტი 4 პიქსელისთ
YUV420p 6 ბაიტი 4 პიქსელისთ, გადალაგებული
![]() |
სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ ხდება მონაცემების განთავსება მეხსიერებაში YUV420p ფორმატში. |
![]() |
ანალოგური ვიდეო სიგნალის კაბელი შესაბამისი 3 კომპონენტით და გამომავალი პორტი მოწყობილობაზე |
სტატიაში მოცემული სურათები აღებულია ვიკიპედიიდან
Comments
Post a Comment