Skip to main content

ვირტუალური სხივური განათებები

Virtual Ray Lights
        ვირტუალური სხივური განათებების მეთოდი(VRL) ახდენს განათების გამოთვლას სივრცულ გარემოში მიუკერძოვებლად. განსხვავებით VPL-ისაგან, რომელიც ახდენს წერტოლოვანი განათებების შექმნას სივრცეში, ვირტუალურ სხივურ განათებებში განათებებს წარმოადგენენ არა გაბნევის ხდომილებაზე შექმნილი წერტილები, არამედ სინათლის გზის სეგმენტები. ვირტუალური სხივური განათების მეთოდი გვეხმარება სივრცულ ნაწილაკებზე გაბნეული განათების დათვლაში. რადგან სინათლის გზის სეგმეტზებზე არსებულ სივრცულ ნაწილაკებზე ხდება სინათლის გარეთ გაბნევა ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მანათობელი სეგმენტები.
VPL-ვირტუალური წერტილოვანი განათებები(მარცხენა) და
VRL-ვირტუალური სხივური განათებები(მარჯვენა).
        VPL-სგან განსხვავებით VRL-ში პირდაპირი განათების გამოთვლა ხდება ორმაგი ინტეგრალის საშუალებით.

        მოცემული ნახაზიდან კარგად ჩანს, რომ გამბნევი u და v ნაწილაკების მონიშვნა ხდება შესაბამისად დამკვირვებლის სხივზე(s) და ვირტულაურ სხივურ განათებაზე(t), ხდება გამტარობის დათვლა v წერტილამდე(Tr(v)), v წერტილიდან u წერტილამდე(Tr(w)) და u წერტილიდან დამკვირვებლამდე(Tr(u)). უნდა აღინიშნოს, რომ სამივე გამტარობის Tr(v), Tr(w)  და Tr(u)-ს დასათვლელად დამატებით ინტეგრირებაა საჭირო.
ზედა რიგი - ვირტუალური წერტილოვანი განათებები.
ქვედა რიგი - ვირტუალური სხივური განათება.
მარცხენა სვეტი - განათება სივრცული ნაწილაკიდან ზედაპირზე.
მარჯვენა სვეტი - განათება სივრცული ნაწილაკიდან სივრცულ ნაწილაკზე.
        ზემოთ მოცებულ სურათზე ნათლად ჩანს, რომ VRL მეთოდი(ქვედა რიგი) ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა VPL-თან შედარებით სივრცული განათების დათვლაში. სივრცულ განათებაში აქ იგულისხმება: სივრცული ნაწილაკიდან ზედაპირზე და სივრცული ნაწილაკიდან სივრცულ ნაწილაკზე განათება. ერთერთ ყველაზე დიდ პრობლემას პროგრამული იმპლემენტაციისას წარმოადგენს ამაჩქარებელი სტრუქტურა VRL-ების შესანახად და შემგგომში მათი მნიშვნელოვნობით ეფექტურად შერჩევისათვის.

Comments

Popular posts from this blog

რუსული რულეტკის მეთოდი

Russian Roulette Technique რუსული რულეტკის მეთოდი არის ფართოდ გავრცელებული ტექნიკა მონტე-კარლოს ინტეგრირების პროცესის შესაწყვეტად(სახელწოდება მოდის ცნობილი რუსული თამაშიდან). იმის მაგივრად, რომ პროცესი შევწყვითოთ ხისტად, მაგალითად შერჩევების რაოდენობის რაიმე მაქსიმალურ რაოდენობაზე, რუსული რულექტკის მეთოდი გვეხმარება ინტეგრირების პროცესის მიუკერძოვებლად შეწყვეტაში. მთავარი იდეა რუსული რულეტკის მეთოდისა არის ის, რომ რუსული რულეტკა წყვეტს მონტე კარლოს მეთოდს რაიმე არანულოვანი p ალბათობით(ალბათობა შეიზლება შეირჩეს ერთხელ ან მონტე კარლოს მეთოდის ყოველ ბიჯზე სათითაოდ რაიმე მნიშვნელოვნობით) ან აგრძელებს მას და შემდგომი პროცესიდან მიღებულ შედეგს ამრავლებს 1/p - ზე. რადგან რუსული რულეტკის მეთოდი პროცესის შეწყვეტას ახდენს რაიმე არანულოვანი p ალბათობით ყოველთვის რჩება იმის შანსი, რომ პროცესი გაგრძელდეს რაც იმას ნიშნავს, რომ მონტე კარლოს ინტეგრირების პროცესისათვის ნებისმიერი სიღრმე მიღწევადი ხდება. სწორედ ამიტომ ხისტი შეზღუდვით მიღებული მიკერძოება( სისტემატიური შეცდომა ) ქრება რუსული რ...

ფერების RGB მოდელი

RGB Color Model         ფერების RGB მოდელი წარმოადგენს ისეთ მოდელს რომელშიც სამი ძრირითადი ფერის წითელი, მწვანე და ლურჯის საშუალებით მიიღება ფერების ფართო სპექტრი. მისი დასახელებაც მოდის სწორედ ძირითადი ფერების ინგლისური სახელწოდების ინიციალებიდან(Red, Green, Blue).         ფერთა სპექტრის ამდაგვარი წარმოდგენა დაკავშირებულია იმასთან, რომ გამოსახულების გამოტანის მოწყობილობებში რომელიც გააჩნიათ კომპიუტერებს, ტელევიზორებს ფერის მიღება ფიზიკურად ხდება სწორედ ამ სამი ძირითადი ფერის შეზავებით. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული არის 24 ბიტიანი RGB მოდელი, სადაც თითოეულ კომპონენტს ეთმობა ერთი ბაიტი და შესაბამისად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მნიშვნელობა [0, 255] დიაპაზონში, რაც საბოლოოდ გვაძლევს 16777216 განსხვავებულ ფერს.

რეზერვუარის შერჩევა

Reservoir Sampling         მაგალითად გვაქვს ამოცანა. გვსურს n ელემენტიან მიმდევრობაში (x 0 , x 1 , ... x n)  ერთი ელემენტის შერჩევა შემთხვევითად, თანაბარი განაწილებით. როდესაც n-ის მნიშვნელობა ცნობილია ეს ამოცანა არის უმარტივესი. ჩვენ უბრალოდ შევარჩევთ ინდექსს j-ს 0-დან და n-მდე დიაპაზონში თანაბრად რაც ცალსახად მოგვცემს x j -ს ელემენტს მიმდევრობაში, რომლის შერჩევის ალბათობაც  იქნება 1/n. როგორ შეიძლება ეს ამოცანა ამოვხსნათ თუკი მიმდევრობაში ელემენტების რაოდენობა ცნობილი არ არის, თუკი ელემენტებს ვკითხულობთ როგორც ნაკადს და დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ ელემენტზე გვაქვს წვდომა? ასეთ შემთხვევაში ცხადია მარტივი მეთოდი უკვე აღარ მუშაობს და პრობლემა სხვანაირად უნდა გადაიჭრას.          რეზერვუარის შერჩევა არის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლებს შევარჩიოთ ელემენტი n ზომის ელემენტების ნაკადში სადაც n-ის მნიშვნელობა ცნობილი არ არის. მაგალითად შესაძლოა, რომ n ელემენტი მეხსიერებაში ერთად არ გვეტევა და ამისათვის ელემენტებს ნელ-ნელა ვტვი...