Camera Effects

'კამერის ეფექტები' როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ რეალურად წარმოადგენს არასასურველ გვერდით ეფექტებს, რომლებიც განპირობებულია ფიზიკური კამერის სხვადასხვა ასპექტებით. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ეფექტები რეალურ კამერაში არასასურველ ეფექტებს წარმოადგენს რენდერერში ის მაინც გვხვდება რადგან ის რეალიზმის განცდას გვმატებს.
მაგალითისათვის განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ კამერის ეფექტებს:
- ბრწყინვა(Bloom, Glow) - არის ეფექტი რომელიც განპირობებულია ლინზის არაიდეალური ზედაპირით. ლინზის ზედაპირები თეორიულად უნდა იყოს იდეალურად სპეკულარული რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა გარდატეხდნენ სხივებს თუმცა არ უნდა აბნევდნენ რაც სინამდვილეში ასე არაა. ლინზის ზედაპირზე გვხვდება როგორც მცირე ზომის მტვრის ნაწილაკები ასევე ნაკაწრები, ნათითურები და ა.შ რაც კამერაში მომავალ სხივებს აბნევს და ირეკლავს არასასურველი მიმართულებით. ეს ეფექტი ძირითადად შესამჩნევი სასურათე სიბრტყეზე დიდი ინტენსივობის მქონე განათების გარშემო. (იხილეთ ზემოთ მოცემული სურათი).
- კაშკაში(Glare) - ეფექტი რომელიც განპირობებულია კამერის დიაფრაგმაზე სინათლის სხივების არეკვლით და ვიზუალურად ვარსკვლავის ფორმის ნათებას ტოვებს გამოსახულებაში(იხილეთ ზემოთ მოცემული სურათი).
- ლინზების გამრავლება(Lens flare) - ეფექტი რომელიც გამოსახულებაში ტოვებს ტოლფერდა მრავალკუთხედის ფორმის მრავალ არეკვლას რომლებიც განლაგებულნი არიან ერთ ზოლზე გამოსახულების ცენტრიგან გარეთ. ლინზის მთელი იდეა იმაშია, რომ მან უნდა გარდატეხოს გარედან მომავალი სხივები და სასურათე სიბრტყეზე მოგვცეს გამოსახულება თუმცა რეალურად შუშა არა მხოლოდ ატარებს სხივს არამედ ირაკლავს კიდეც, რიც გამოც მრავალლინზიან კამერაში ხდება ბევრი არასასურველი არაკვლე ლინზებს შორის რის შემდეგაც აღწევს სხივი სასურათე სიბრტყეზე და ტოვებს კვალს. ყველა სხივი რაღქმაუნდა გადის დიაფრაგმის გავლით სწორედ ამიტომ არეკვლებს დიაფრაგმის ფორმა აქვთ.
 |
ბრწყინვის, კაშკაშის და ლინზის გამრავლების ეფექტი. წყარო |
- სფერული გადახრა(Spherical aberration) - რომელიც განპირობებულია სინათლის სხივის დისპერსიით(სპექტრული დაშლით) და შესამჩნევი ხდება გამოსახულების კიდებში, ცენტრიდან მოშორებით. ის კიდევ უფრო შესამჩნევია გამოსახულების შედარებით უფრო მეტად კონტრასტულ ნაწილებში.
- სიმუქე კიდეებში (Vignetting) - არის ეფექტი რომელიც განტიპობებულია ბევრი ასპექტით, ძირითადად მრავალლინზიანი კამერის მოდელით სადაც სხივების გამტარობა დამოკიდებულია მისი ლინზაზე დაცემის კუთხეზე და შესაბამისად მრავალი ლინზის გავლის შემდგომ მკვეთრად ეცემა(შესამჩნევია სასურათე სიბრტყის კიდეებში). ამ ეფექტს ფოტოგრაფიაში ხშირად გამიზნულადაც იყენებენ ყურადღების სურათიც ცენტრში გადასატანად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ მიუხედავად იმისა რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი წარმოადგენს არასასურველ გვერდით ეფექტებს მათი არსებობა რენდერერებში მაინც საკმაოდ მოთხოვნადია. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ზემოთ მოცემული ეფექტების ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერი საკმაოდ დიდ გამოთვლებთანაა დაკავშირებული და არც არის მოთხოვნადი, რის გამოც არსებული რენდერერების დიდი ნაწილი მსგავსი ეფექტების დადების საშუალებას რენდერის შემდგომ იძლევა.
Comments
Post a Comment