Lloyd's algorithm
ლოიდის მეთოდს ასევე უწოდებენ ლოიდის განტვირთვას(Lloyd's Relaxation) გვეხმარება, რომ მოვახდინოთ ტრანსფორმაცია n განზომილებიან სივრცეში მოცემული წერტილების მიმდევრობისა ისე რომ ისინი იყვნენ სივრცეში თანაბრად განაწილებული.
ალგორითმის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია:
ვთქვათ მოცემული გვაქვს ვორონოის დიაგრამა n გენერატორით.
- ვორონოის ყველა რეგიონისთვის უნდა ვიპოვოთ "ცენტრის" პოზიცია ( უმეტეს შემთხვევაში ხდება გეომეტრიული სიმძიმის ცენტრის აღება ) და ამ რეგიონის შესაბამისი გენერატორი გადავიტანოთ მიღებულ პოზიციაზე.
- განვაახლოთ ვორონოიდ დიაგრამა.
ეს პროცესი გავიმეოროთ იტერაციულად რამდენჯერმე. ლოიდის განტვირთვის ყოველი იტერაცია მოახდებს წერტილების სივრცეში განლაგების განაწილების ცვლილებას და იტერაციების ზრდასთან ერტად განაწილება მიუახლოვდება თანაბარს. მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო:
ლოიდის მეთოდს ხშირად იყენებენ თანაბარი მეშირების დროს.
Comments
Post a Comment