MIPMaps სურათზე ნაჩვენებია მიპმეპი, რომელზეც გამოსახულია ორიგინალი გამოსახულება და მისი დაპატარავებით მიღებული გამოსახულებები. სურათის ზომა გაზრდილია 50%ით, თუმცა ბოლომდე არ ვიყენებთ მას. თანამედროვე კომპიუტერული თამაშები ზომაში რამოდენიმე ათეულ გიგაბაიტსაც კი აღწევენ, რაც ძირითადად განპირობებულია თამასში არსებული დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის ტექსტურების არსებობით, რაც მეტ რეალიზმს მატებს გარემოს. ამავდროულად ყველას გვინახავს თამაშში ისეთი სცენები სადაც კონკრეტულ რაკურსში ძალიან ფართო ხედი იშლება(მაგალითად ქალაქის ხედი ზემოდან), რომლის დახატვის დროსაც საჭიროა დიდი რაოდენობის ტექსტურის დარენდერება ეკრანზე. დარენდერების პროცესის სირთულე დამოკიდებულია ტექსტურების ზომებზე და რაოდენობაზე. აქედან მარტივი მისახვედრია რომ ერთი კადრის დარენდერებისთვის დიდი ზომის გიგაბაიტობით ტესქტურის ანალიზი შეუძლებელია. ასევე როდესაც ტექსტურის დიდი ფრაგმენტის გამოტანა ხდება ეკრანზე პატარა მონაკვეთში(კამერიდან შორს არსებულ ობიექტებში ხშირად სულ რამოდენიმე პიქსელში იხატება)...
Graphics Software Engineer