ლამბერტის კოსინუსის წესი აღწერს განათების ინტენსივობის შესუსტების ფენომენს დაკვირვების წერტილში, განათების მიმართულებასა და ზედაპირის ნორმალს შორის არსებული Θ კუთხის ზრდის დროს. ამ წესის თანახმად ერთეულოვან ფართობზე მოსული სინათლის ინტენსივობა არის პირდაპირპროპორციული Θ კუთხის კოსინუსის(იხილეთ სურათი). სურათიდან კარგად ჩანს, რომ ეს წესი მათემატიკურად ადვილი დასამტკიცებელია და ფიზიკურად სწორია. მისი სახელი უკავშირდება შვედი მათემატიკოსის და ფიზიკოსის იოჰან ჰენრიხ ლამბერტის გვარს. ლამბერტის წესი ერთ-ერთი ფუნდამენტური წესია კომპიუტერული გრაფიკის და ძალიან დიდი გამოყენება აქვს. მასზე არის დაფუძნებული ლამბერტის დიფუზიური არეკვლის მოდელი, რომელიც ყველა გრაფიკულ ძრავში გვხვდება.
Russian Roulette Technique რუსული რულეტკის მეთოდი არის ფართოდ გავრცელებული ტექნიკა მონტე-კარლოს ინტეგრირების პროცესის შესაწყვეტად(სახელწოდება მოდის ცნობილი რუსული თამაშიდან). იმის მაგივრად, რომ პროცესი შევწყვითოთ ხისტად, მაგალითად შერჩევების რაოდენობის რაიმე მაქსიმალურ რაოდენობაზე, რუსული რულექტკის მეთოდი გვეხმარება ინტეგრირების პროცესის მიუკერძოვებლად შეწყვეტაში. მთავარი იდეა რუსული რულეტკის მეთოდისა არის ის, რომ რუსული რულეტკა წყვეტს მონტე კარლოს მეთოდს რაიმე არანულოვანი p ალბათობით(ალბათობა შეიზლება შეირჩეს ერთხელ ან მონტე კარლოს მეთოდის ყოველ ბიჯზე სათითაოდ რაიმე მნიშვნელოვნობით) ან აგრძელებს მას და შემდგომი პროცესიდან მიღებულ შედეგს ამრავლებს 1/p - ზე. რადგან რუსული რულეტკის მეთოდი პროცესის შეწყვეტას ახდენს რაიმე არანულოვანი p ალბათობით ყოველთვის რჩება იმის შანსი, რომ პროცესი გაგრძელდეს რაც იმას ნიშნავს, რომ მონტე კარლოს ინტეგრირების პროცესისათვის ნებისმიერი სიღრმე მიღწევადი ხდება. სწორედ ამიტომ ხისტი შეზღუდვით მიღებული მიკერძოება( სისტემატიური შეცდომა ) ქრება რუსული რ...
Comments
Post a Comment