ocTree რვაობითი ხე არის ისეთი ხე, რომლის თითოეულ შიდა კვანძს ჰყავს მაქსიმუმ 8 შვილობილი კვანძი, რომლებიც მიიღება მშობელი კვანძის შესაბამისი შემომსაზღვრელი ყუთის, x, y და z ღერძების მიმართ, სივრცულად შუაზე გაყოფის შედეგად. რვაობითი ხის აგება შეგვიძლია რამოდენიმე გზით, ერთ-ერთი ასეთი გზა ხის აგებას ახდენს ზემოდან ქვემოთ, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც მოცემული გვაქვს პრიმიტივების სია, ვახდენთ შემომსაზღვრელი ყუთის დადგენას და ვქმნით ხის ძირს, რომელშიც ვათავსებთ ყველა პრიმიტივს. ამის შემდგომ შევდივართ კვანძში, ვქმნით მის შვილობილ 8 კვანძს, საკოორდინატო ღერძების მიმართ, სივრცულად, შუაზე გაყოფის გზით და პრიმიტივებს ვანაწილებთ შვილობილ კვანძებში. შემდგომ ისევ ჩავდივართ თითოეულ კვანძში და ამ პროცესს ვიმეორებთ რეკურსიულად, სანამ არ ავაგებთ სასურველ ხეს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პრიმიტივების შვილობილ კვანძებში გადანაწილების დროს ერთი პრიმიტივი შესაძლოა მოხვდეს რამოდენიმე შვილში ერთდროულად, ასევე შესაძლოა ზოგიერთ შვილში არცერთი პრიმიტივი არ მ...